მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/07

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
ივლისი


ღონისძიებები

ვიკიბანაკი 2022 ბორჯომი

ვიკიბანაკი არის „ვიკიმედია სომხეთის“ პროექტი, რომელიც თავდაპირველად სომხეთში დაიწყო. ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.

ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით.

2022 წლის 21–25 ივლისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ ვიკიბანაკი ბორჯომში გამართა. 16-მა მოზარდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. ახალგაზრდებმა გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. განხორციელდა შემეცნებითი გასვლები ქალაქში და სხვადასხვა სახის სპორტულ-გასართობი ღონისძიებები. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.

ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

26 ივლისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის წევრებმა, მეჰმან იბრაგიმოვმა, ჯაბა ლაბაძემ და მიხეილ ჭაბუკაშვილმა საზოგადოებას გააცნეს ვიკიპედიის და ვიკიმედიის სხვა პროექტების არსი, დანიშნულება, მოქმედების პრინციპები, ჯგუფის პროექტები და სამომავლო გეგმები.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ფესტივალზე მისმა დამაარსებელმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მიიწვია.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

ივლისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 147 სტატია, აქედან 26 სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ, 1 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი არქიტექტურული ძეგლების შესახებ. ვიკიკლუბის სამი მომხმარებელი გაიგზავნა ბორჯომის ვიკიბანაკში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

ივლისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 9 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები. ვიკიკლუბის ერთი მომხმარებელი გაიგზავნა ბორჯომის ვიკიბანაკში.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

ივლისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 90 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა ძირითადად იყო საქართველოს ფლორა. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი გაიგზავნა ბორჯომის ვიკიბანაკში.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

ივლისში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 2 სტატია დაწერეს. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი გაიგზავნა ბორჯომის ვიკიბანაკში.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სხვადასხვა

2022 წლის 29 ივლისს ქალაქ სენაკის კერძოს სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, ვიკიკლუბების კოორდინატორმა ჯაბა ლაბაძემ უხელმძღვანელა სესიას, რომელზეც მოსწავლეებს ესაუბრა ვიკიპედიის მნიშვნელობაზე.


ვმ საქართველო