მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/06

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
ივნისი


ღონისძიებები

კონკურსები

ვიკიკლუბების 100 დღე

8 ივნისს დასრულდა 1 მარტს დაწყებული კონკურსი ახალი კონკურსი „ვიკიკლუბების 100 დღე“. კონკურსის მიზანი იყო ვიკიკლუბების წევრების წახალისება და მათ მიერ ქართულ ვიკიპედიაში სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

კონკურსი ქართულ ვიკიპედიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ვიკიკლუბების წევრებს შეეძლო. წესების მიხედვით, მათ დღეში ერთი სტატიის შექმნა შეეძლოთ.

კონკურსში თავდაპირველად მონაწილეობა გადაწყვიტა ვიკიკლუბების ექვსმა წევრმა, თუმცა, კონკურსის მსვლელობისას, წესების დარღვევის გამო კონკურსს გამოეთიშა ორი მომხმარებელი. ჯამში დაიწერა 489 სტატია, აქედან შეფასდა 400. დარჩენილ მონაწილეებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:

  1. მარიამ აბაზაძე (მომხმარებელი:Abazadze) — 1 321 215 ბაიტი
  2. მარიამ ხინგავა (მომხმარებელი:მარი ხინგავა) — 969 273 ბაიტი
  3. ლიკა ჩილაშვილი (მომხმარებელი:ლიკუნა ჩილაშვილი) — 769 399 ბაიტი
  4. მარიამ გრძელიშვილი (მომხმარებელი:მარიამი24) — 749 592 ბაიტი


ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

ივნისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 77 სტატია, აქედან 31 სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ, 1 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი არქიტექტურული ძეგლების შესახებ. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

ივნისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 16 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

ივნისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 29 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მრავალფეროვანი.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

ივნისში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 1 სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო