მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/08

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
აგვისტო


ღონისძიებები

ტრენინგები

ტრენინგი მარნეულის ვიკიკლუბში

6-7 აგვისტოს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წარმომადგენელმა მეჰმან იბრაგიმოვმა მარნეულის ვიკიკლუბის ახალი წევრებისთვის „ვიკი-ტრენინგები“ ჩაატარა, სადაც ახალგაზრდებმა შეისწავლეს ვიკი-ტექნოლოგიები, ვიკიპედიაში მუშაობა და ახალი სტატიების შექმნა. იგეგმება სხვა აქტივობების და ახალი ტრენინგების გამართვა.

საქართველოს მასშტაბით სულ ვიკიმედიის ხუთი „ვიკიკლუბი“ ფუნქციონირებს; მარნეულის ვიკიკლუბი მათ შორის ერთ-ერთია.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

აგვისტოში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 66 სტატია, აქედან 56 სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ, 1 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი არქიტექტურული ძეგლების შესახებ. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი გაიგზავნა საწირის სამეცნიერო ბანაკში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

აგვისტოში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 6 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები და მცენარეები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

აგვისტოში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 15 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა ძირითადად იყო საქართველოს ფლორა. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი გაიგზავნა საწირის სამეცნიერო ბანაკში.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

აგვისტოში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 1 სტატია გააუმჯობესეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

აგვისტოში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 45, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — 62 სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სხვადასხვა

2022 წლის 5 აგვისტოს სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, ვიკიკლუბების კოორდინატორმა ჯაბა ლაბაძემ უხელმძღვანელა სესიას, რომელზეც მოსწავლეებს ესაუბრა ვიკიპედიის მნიშვნელობაზე. სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.


ვმ საქართველო