მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/01

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
იანვარი


ღონისძიებები

ტრენინგები/კონფერენციები

ვიკიპედიის დაბადების დღე 2022

16 იანვარს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ვიკიპედიის მოხალისეებმა ვიკიპედიის 21-ე დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიება შემეცნებით-სადისკუსიო ხასიათს ატარებდა; ვიკიპედიელებმა იმსჯელეს პროექტებში არსებულ პრობლემებზე, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები ქართულ ენაზე ვიკიმედიის პროექტების გაუმჯობესების მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტატიების მარათონი, რომელშიც ყველა მონაწილემ, ოცამდე რედაქტორმა, ქართულ ვიკიპედიაში თითო სტატია შექმნა. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცა ვიკიპედიის ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც.

ვიკიკლუბები

ბაღდათის ვიკიკლუბი

იანვარში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 9 სტატია დაწერეს. დაამუშავეს 6 სტატია და ჩატარდა ერთი შეხვედრა, სადაც განიხილეს სტატიის ვიკიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სურამის ვიკიკლუბი

იანვარში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 9 სტატია, მათგან ნაწილი ბორჯომის მუნიციპალიტეტების შესახებ, ხოლო 3 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში. გაიმართა ასევე ერთი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს სტატიების ვიკიფიცირებაზე და კატეგორიზაციაზე.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

იანვარში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 11 სტატია ვიკიპედიაში და განხორციელდა 100-ზე მეტი ცვლილება ვიკიმონაცემებში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ამავე თემატიკაზე შეიქმნა ახალი ელემენტები ვიკიმონაცემებშიც.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო