შინაარსზე გადასვლა

მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/12

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
დეკემბერი


ღონისძიებები

ტრენინგები/კონფერენციები

ვიკიმონაცემების ტრენინგი 2022

2022 წლის 17 დეკემბერს, „ვმ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა ვიკიმონაცემების ტრენინგი ვიკიპედიის რედაქტორებისთვის. ტრენინგი გათვლილი იყო ვიკიმედიის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც ცოდნა ვიკიმონაცემებში მუშაობის ცოდნის გაუმჯობესება სურთ. ტრენინგს უძღვებოდნენ ვიკიმონაცემების ადგილობრივი ენთუზიასტები.

ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში, „ვმ საქართველოს“ სტრატეგიული ამოცანა და გამოწვევაა. კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ვიკიმონაცემები, ესაჭიროება შესაბამისი ცოდნა. სწორედ ამ მიზნით ტარდება ამ სახის ღონისძიებები ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სურამის, მარნეულისა და არალის ვიკიკლუბების მომხმარებლები.

ვიკიწყაროს ტრენინგი 2022

2022 წლის 18 დეკემბერს, „ვმ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა ვიკიწყაროს ტრენინგი ვიკიპედიის რედაქტორებისთვის. ტრენინგი გათვლილი იყო ვიკიმედიის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც ცოდნა ვიკიწყაროს მუშაობის ცოდნის გაუმჯობესება სურთ. ტრენინგს უძღვებოდნენ ვიკიმონაცემების ადგილობრივი ენთუზიასტები.

ვიკიწყარო „ფონდ ვიკიმედიის“ ერთ-ერთი უნიკალური პროექტია. წარმოადგენს თავისუფალი ლიცენზიით (ან ავტორის ნებართვით) გავრცელებად ორიგინალური ტექსტების ბიბლიოთეკას, რომელშიც თავს იყრის ძირითადად ლიტერატურული ნაწარმოებები.

სამწუხაროდ, ვიკიწყაროს ქართულენოვანი ვერსია ამ დრომდე არ არსებობს; ათ წელიწადზე მეტია, ეს პროექტი ინკუბატორში მუშავდება.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთ უახლოეს მიზანს ამ პროექტის ქართულენოვანი ვერსიის ინკუბატორიდან გამოტანა და ამოქმედება წარმოადგენს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ვიკიწყაროში ათეულობით ახალი სტატია შექმნეს.

ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სურამის, მარნეულისა და არალის ვიკიკლუბების მომხმარებლები.

ვიკიკონფერენცია 2022

25 დეკემბერს, თბილისში ვიკიკონფერენცია 2022 გაიმართა — ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში, ქართულ ენაზე. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ცოდნის შექმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვიკიკონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვიკიმედიის პროექტების (მათ შორის ქართულენოვანი) განვითარებას საქართველოში, ქართულ ენაზე, მდგრადი სადისკუსიო პლატფორმის შექმნით; ასევე, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის და სამომავლო გეგმების დასახვა დაინტერესებულ პირებთან ერთად; „ფონდ ვიკიმედიის“ და ვიკიმედიის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ სიახლეების გაცნობა და მათზე საუბარი.

ჯგუფმა შეაჯამა გასული წელი, ჩატარებული კონკურსები, ღონისძიებები, წარმოადგინა მომავალი წლის გეგმა და ხედვები. ვიკიკონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი მოხალისე ვიკიმედიელები და ვიკიმედიის პროექტებით დაინტერესებული პირები.

კონფერენციის ორგანიზატორია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, რომელიც ამ ღონისძიებას 2018 წლიდან ატარებს.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

დეკემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 18 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 12 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები და ბიოგრაფიები, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა ვიკინგების თემატიკაზე და ექვსი კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

დეკემბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 64 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 23 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

დეკემბერში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

დეკემბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

დეკემბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ?, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

დეკემბერში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სხვადასხვა

2022 წლის 17-18 დეკემბერს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ხელმძღვანელობით გაიმართა ვიკიმონაცემების და ვიკიწყაროს ტრენინგი, სადაც სურამის, მარნეულისა და არალის ვიკიკლუბებიდან მონაწილეობდნენ მომხმარებლები.


ვმ საქართველო