მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/05

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
This page contains changes which are not marked for translation.
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
მაისი


ღონისძიებები

ტრენინგები

ონლაინ-ტრენინგები

აპრილსა და მაისში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ ორგანიზაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ წევრებს პლატფორმა Zoom-ის საშუალებით ტრენინგები ჩაუტარა. ტრენინგების მიზანი ვიკიპედიის მუშაობის საბაზისო პრინციპების სწავლება იყო. 5 სესიის განმავლობაში, დატრენინგდა 10-მდე მონაწილე. ტრენინგები ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრებმა, ქართული ვიკიპედიის რედაქტორებმა, მომხმარებელმა Jaba1977-მა და MIKHEIL-მა ჩაატარეს.

ახალი ვიკიკლუბი

სენაკის ვიკიკლუბი

14 მაისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ რიგით მეხუთე ვიკიკლუბი სენაკში გახსნა. ვიკიკლუბი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე შეიქმნა.

ვიკიკლუბი მოემსახურება სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტში.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სენაკის ვიკიკლუბს სარგებლობაში ორი ლეპტოპი გადასცა. ქართული ვიკიპედიის გამოცდილმა რედაქტორმა ჯაბა ლაბაძემ ახალი ვიკიკლუბის წევრებს ვიკიტრენინგები ჩაუტარდა და შეასწავლა ვიკიპედიაში მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები.

კონკურსები

WikiGap 2022 საქართველო

29 მაისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში სტატიების ერთდღიანი მარათონი WikiGap 2022 ჩაატარა.

ვიკიგეპი (WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა, ვიკიმედიის პროექტების კონტენტში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

მარათონში 12 ვიკიპედიელი მონაწილეობდა, რომლებმაც ქართულ ვიკიპედიაში 20 ახალი სტატია შექმნეს ქალების შესახებ.

ვიკიგაზაფხული 2022

31 მაისს დასრულდა 21 მარტს დაწყებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ არის ორგანიზებული. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს.

ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

მაისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 88 სტატია, აქედან 13 სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ, ხოლო 4 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

მაისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 60 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბიოგრაფიები. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

სენაკის ვიკიკლუბი დაარსდა 2022 წლის 14 მაისს; კლუბის წევრებმა მაისში დაწერეს 7 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მრავალფეროვანი.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

მაისში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 2 სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო