მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/03
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2022 | ||
მარტი |
ღონისძიებები
კონკურსები
ქალები ვიკიპედიაში
ქალები ვიკიპედიაში
8 მარტს დასრულდა ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ყოველწლიური კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
გენდერული ბალანსის მიღწევა და მისი დაცვა „ფონდ ვიკიმედიის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე პრიორიტეტია „ვმ საქართველოსთვის“.
კონკურსში მონაწილეობა 16-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 230 ახალი სტატია. „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) პრიზებით გადასცა.
ვიკიკლუბების 100 დღე
ვიკიკლუბების 100 დღე
1 მარტს დაიწყო ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ახალი კონკურსი „ვიკიკლუბების 100 დღე“, რომელიც ასი დღის განმავლობაში, 8 ივნისამდე გაგრძელდა. კონკურსის მიზანია ვიკიკლუბების წევრების წახალისება და მათ მიერ ქართულ ვიკიპედიაში სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.
კონკურსი ქართულ ვიკიპედიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ვიკიკლუბების წევრებს შეეძლო. წესების მიხედვით, მათ დღეში ერთი სტატიის შექმნა შეეძლოთ.
ვიკიგაზაფხული 2022
ვიკიგაზაფხული 2022
21 მარტს დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს.
ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.
კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.
ვიკიკლუბები
ბაღდათის ვიკიკლუბი
ბაღდათის ვიკიკლუბი
მარტში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 31 სტატია დაწერეს. დაამუშავეს 4 სტატია. ვიკიკლუბის ერთი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
მარტში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 132 სტატია, ესპანეთის მუნიციპალიტეტებისა და თურქეთის თაღოვანი ხიდების შესახებ, ხოლო 1 სტატია დაიწერა კავკასიურ სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში. ვიკიკლუბის სამი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
მარტში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 66 სტატია ვიკიპედიაში და განხორციელდა 260-ზე მეტი ცვლილება ვიკიმონაცემებში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ბიოგრაფიები, ამავე თემატიკაზე შეიქმნა ახალი ელემენტები ვიკიმონაცემებშიც. ვიკიკლუბის ორი მომხმარებელი მონაწილეობს კონკურსში „ვიკიკლუბების 100 დღე“.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.